ახალი ამბები
ენგურის ხიდი 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება
ენგურის ხიდი 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით დაიკეტება. შესაბამისი გადაწყვეტილება 18 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უსაფრთხოების საბჭოს“ სხდომაზე მიიღეს.

ამავე ცნობით, ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვა დაკავშირებულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებთან“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებული ინციდენტი.

აქვე აღნიშნულია, რომ „უშიშროების საბჭოს“ წევრებმა მხარი დაუჭირეს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ წინადადებას ენგურის საგუშაგოს დაკეტვის შესახებ, აკრძალვა არ შეეხება „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“ და „ბინადრობის ნებართვის“ მქონე პირებს, ასევე ენერგოკომპანიების თანამშრომლებს.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, დანარჩენ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, "საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: "გაიგეთ ჩვენი ხმა", ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
22 / ოქტომბერი 2024
26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გალის რაიონში დე-ფაქტო უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრს „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა რაულ ლოლუამ განუცხადა.
22 / ოქტომბერი 2024
გადაცემაში ,,ჩემი არჩევანი'' სტუმრებმა ისაუბრეს განხორციელებულ ტრენინგსა და საინფორმაციო კამპანიაზე.
22 / ოქტომბერი 2024
დღეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.