26 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გალის რაიონში დე-ფაქტო უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანეს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრს „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა რაულ ლოლუამ განუცხადა.
„გავზრდით გალის რაიონში ძალებს და ნებისმიერი შესაძლო პროვოკაციისთვის ვიქნებით მზად”, - დასძინა მან.
საარჩევნო პერიდში, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ენგურის ხიდზე მიმოსვლის შეჩერების თაობაზე, მან აღნიშნა, რომ ეს არ არის ახალი პრაქტიკა:
"ამას ადრეც ყოველთვის ვაკეთებდით საქართველოში მიმდინარე თუ დაგეგმილ ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. იცით, რომ ასეთ დროს ხშირია საზღვრისპირა ტერიტორიებზე მიტინგების, პიკეტებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობის მცდელობები. საზღვრის ჩაკეტვის მორიგი გადაწყვეტილებაც ვითარების სრული კონტროლისა და ჩვენი მესაზღვრეების მუშაობის გაძლიერების მიზნით იქნა მიღებული".
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით,
ენგურის ხიდი 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით დაიკეტება.
მასალის გამოყენების პირობები