ახალი ამბები
აფხაზური „პარლამენტი“ რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს სესიაზე განიხილავს - მედია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი უახლოეს სესიაზე განიხილავს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზმა „დეპუტატებმა“ 8 ნოემბრის სხდომაზე მიიღეს, წერს „აფსნიპრესი“.

„აფხაზეთში რუსული საინვესტიციო პროექტების მინიმალური ზღვარი 2 მილიარდი რუბლი არის მთავარი დამცავი მექანიზმი, რომელსაც ითვალისწინებს მთავრობათაშორის შეთანხმება“, - განაცხადა ეკონომიკის ე.წ. მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

მისი განმარტებით, „საპარლამენტო ცვლილებები“ ითვალისწინებს საქმიანობის სფეროების დიფერენცირებას და ინვესტიციების მოცულობის შემცირებას მინიმუმ 500 მლნ-მდე სოფლის მეურნეობისთვის და მილიარდამდე პროექტებისთვის სხვა სფეროებში.

ოზგანმა აღნიშნა, რომ "უწყებას, პირიქით, სურდა ამ თანხის გაზრდა, რათა შეეზღუდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების რაოდენობა, იმისთვის, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ შექმნოდა კონკურენტული პირობები“.

გამოცემის ცნობით, „დეპუტატმა“ ლეონიდ ლაკერბაიამ აღნიშნა, რომ რუსი ინვესტორები, სავარაუდოდ, სესხებს ისევ რუსული ბანკებიდან აიღებენ და რადგან ეს სახელმწიფო სახსრებია, ისინი უნდა გაკონტროლდეს.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ხალხმა აიღოს ეს სესხები. იქ ისეთი პროცენტებია, რომ არ ვისურვებდი ვინმეს ამ პირობებით ეწარმოებინა ბიზნესი“, - განაცხადა ლაკერბაიამ და დასძინა, რომ მზად არის ხმა მისცეს შეთანხმების რატიფიკაციას, თუ საქმე ეხება ისეთ საქმიანობას, როგორიცაა მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა.

მან შეკრებილებს გაახსენა, რომ „პარლამენტმა“ ცოტა ხნის წინ განიხილა და ფაქტობრივად, უარყო აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი.

საბოლოოდ, "დპუტატები" შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს, უახლოეს სესიაზე გაიტანენ განსახილველად. 

ოქტომბრის ბოლოს სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.

აფხაზური ოპოზიციის ნაწილი ამ დოკუმენტის წინააღმდეგ გამოდის და მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს "ოლიგარქიის გაფართოებას".

„სესიის დღე, რომელზეც მისი ბედი გადაწყდება, მალე გახდება ცნობილი. ეს დღე იქნება თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი გამოცდა აფხაზეთისა და მისი დამოუკიდებლობის დაცვაში", - ამის შესახებ იუთუბ არხზე “Апсны Хабар” იუწყება კანონპროექტის რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბი.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
22 / იანვარი 2025
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვანდალიზმის შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სხვისი ქონების განზრახ ან გაუფრთხილებლად დაზიანებისგან
22 / იანვარი 2025
გაგრაში, საკანალიზაციო მილის გაყვანისას, სარემონტო სამუშაოებში ჩართული სამი მუშა დაიღუპა. ინფორმაციას ინტერნეტ - გამოცემა „აიაშარა“ ავრცელებს.
22 / იანვარი 2025
ზუგდიდში, გამსახურდიას #1-ში, დადიანების სასახლის ეზოში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 2020 წელს "ლაზეთი გრუპის" საკუთრებაში გადავიდა, მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.