ახალი ამბები
სოხუმში, ე.წ. პარლამენტთან სროლის ხმა ისმოდა - ტელეგრამის არხები
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტთან გამართულ აქციაზე სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი ტელეგარმის არხების თანახმად, შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამავე ცნობით,  მომიტინგეებთან ასლან ბჟანიას პირადი დაცვის უფროსი გამოვიდა და აქციის მონაწილეებს შეჰპირდა, რომ მათ მოთხოვნას გადასცემდა ე.წ. პრეზიდენტს.

უფრო ადრე, ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მომოტინგეები იმყოფებიან, ცრემლსადენი გაზი ან ე.წ. კვამლის ბომბები გამოიყენეს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და "პარლამენტის" ეზოში შეიჭრნენ. მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა,  პროტესტის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ შექმნილი გადასასვლელის გადაკეტვას აპირებდნენ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

სესია 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, "პარლამენტს" „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა

მოგვიანებით „პარლამენტის“ თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.

იმავდროულად, აქციის მონაწილეები სხდომის გამართვას და პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვენ.

პროტესტის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად დე ფაქტო სუს-ის და შსს - ის ხელმძღვაელებიც მივიდნენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
17 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ.
17 / თებერვალი 2025
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ეხმიანება კუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
17 / თებერვალი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სადღესასწაულო და სამგლოვიარო ღონისძიებებისთვის თაიგულებისა და ყვავილების შესასყიდად 16 385 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.