აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან ვითარება იძაბება. ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მომოტინგეები იმყოფებიან, ცრემლსადენი გაზი ან ე.წ. კვამლის ბომბები გამოიყენეს. ინფორმაციას და ვიდეოს
ტელეგრამის არხები ავცრელებენ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და "პარლამენტის" ეზოში
შეიჭრნენ.აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მომოტინგეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ შექმნილი გადასასვლელის გადაკეტვას აპირებდნენ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პარლამენტში
ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
სესია 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, "პარლამენტს" „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა
მოგვიანებით „პარლამენტის“ თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.
იმავდროულად, აქციის მონაწილეები სხდომის გამართვას და პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვენ.
ამ წუთებში პროტესტის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად დე ფაქტო სუს-ის და შსს - ის ხელმძღვაელები მივიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები