ახალი ამბები
რუსეთი მტერია, გამარჯვება გარდაუვალია - მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად"
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის მებრძოლი მოქალაქეების გამარჯვება გარდაუვალია.

"ჩვენი წინაპრების პატივსაცემად, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იღვაწეს, იომეს და თავი გაწირეს;
ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი თანამემამულეების მხარდასაჭერად და ერთმანეთის გასაძლიერებლად;
მომავალი თაობების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გააზრებითა და გაცნობიერებით;
ვიბრძვით ბოლომდე. რუსეთი მტერია. გამარჯვება გარდაუვალია", - აღნიშნავენ მოძრაობის წევრები.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. დღეს, ზუგდიდში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ ასევე მსვლელობით მოიარეს ქალაქის ქუჩები. მათი თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება და მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას ქვეყნის ისტორიული არჩევანი. 

ფოტო: ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად

ამავე თემაზე:

ზუგდიდელები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტორეპორტაჟი)

დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს მიმართეს (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გურამ როგავას სოლიდარობა გამოუცხადეს

ზუგდიდელი მასწავლებლები დროებით საგაკვეთილო პროცესს წყვეტენ

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.