ახალი ამბები
ჯვარის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები უარს აცხადებენ სკოლაში მისვლაზე
წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის N3 საჯარო სკოლის მე-10, მე -11 და მე - 12 კლასის მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ პროეტსტის მონაწილეებს და უარს ამბობებენ სკოლაში გამოცხადებაზე.

„წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის N3 საჯარო სკოლის მე-10, მე -11 და მე - 12 კლასელები თვალს ვადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს გმირებს, რომლებიც დღეს ქუჩებში დგანან იმისთვის რომ დაიცვან ქვეყნის უფლებები და დაამყარონ მშვიდობა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ უსამართლობას, ვგმობთ რუსეთის ბატონობას ჩვენს ქვეყანაში, ვგმობთ უდანაშაულო ახალგაზრდებზე თავდასხმასა და მათ დაპატიმრებას და ვგმობთ ერთიანი ეროვნული სასწავლო მასალიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მუდამ ცოცხალი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოების ამოღებას.

ჩვენ აქედან ვუერთდებით პროტესტის მონაწილეებს და უარს ვაცხადებთ სკოლაში გამოცხადებაზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის ტკივილი არის ჩვენი ტკივილი, ამიტომ ჩვენი მიზანია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება. ჩვენი გზა ყოველთვის იყო და იქნება ევროპაში!“, - წერენ ახალგაზრდებო სოციალურ ქსელში.

სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სამეგრელოს რამდენიმე სკოლაში.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სოლიდარობას უცხადებს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს

ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

ჯი ელ სის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს













Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.