ახალი ამბები
ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სოლიდარობას უცხადებს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს
„შეუძლებელია სკოლა ატარებდე საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელს და გული არ შეგტკიოდეს იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება“, - ასე ეხმაურება ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროტესტის მონაწილე ახაგლაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - ევროპასთან ინტეგრაციას. ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე!

სკოლებში ჩვენ მხურვალე ემოციებით შთაგვაგონეს წმინდა ილია მართალის იდეები. გვასწავლეს მისი დიადი ცხოვრება და შემოქმედება. ეს გვიბიძგებს, რომ არ დავნებდეთ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში, რათა “ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“. ჩვენი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ შემდეგ თაობას, ჩვენ პატარა სკოლელებს არ მოუწიოთ კვლავ მტკიცება, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ერთხელ და სამუდამოდ, მათ დროს მაინც დადგეს დღე, როცა ახდება ნანატრი ოცნებები ჩვენი წინაპრების, განათდება ცეცხლის მზე…

ჩვენი მასწავლებლები აცრემლებული თვალებით გვიხსნიან და იხსენებენ 9 აპრილს, როდესაც შეიქმნა ერის დიდებული ერთობა. ამ დიადმა ხალხმა, რომელებიც ოკეანზე უფრო მღელვარები იყვნენ, გაარღვიეს საბჭოთა ბნელეთი. ჩვენ გვტკივა 1921 წლის საქართველოს სისხლიანი თებერვალი. ჩვენ გვბოჭავს მავთულხლართები, რომლებიც გვყოფს აფხაზეთისა და სამაჩაბლოსაგან. თუმცა ამ ქართველთათვის თანდაყოლილ სევდასთან ერთად, ჩვენმა მასწავლებლებმა ისიც გვასწავლეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

გვასწავლეს, რომ “თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს”.

გვასწავლეს, რომ “ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება, თუ მოაკლდება თავისუფლება?”
გვასწავლეს, რომ “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა... დროშები ჩქარა!”

გვასწავლეს, რომ “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.”

გვასწავლეს, რომ “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!”

გვასწავლეს, რომ “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”

გვასწავლეს, რომ “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!”

აქედან გამომდინარე, როგორც შვილდაღუპული კოტე მაყაშვილი წერდა, რომ წუთიერი სისუსტე იყო ამქვეყნიური გასაჭირი…რომ მაროს მამა ლაჩარივით არ შეშინდებოდა. მსგავსად, მაროს, ანწუხელიძის, ილიას, მერაბ კოსტავას და უამრავი საამაყო ქართველთა ქვეყანა, არ უნდა შეშინდეს.

და ბოლოს, თითქმის ჩვენი ტოლი მარო მაყაშვილისთვის გვაქვს ერთი რამ სათქმელი. პირველ რიგში მადლობა, რომ თავი გასწირა საქართველოსთვის, ჩვენი მოამვლისათვის. კიდევ ის, რომ ეს ქვეყანა გადარჩება! საბოლოოდ კი, ისევ მისი მამის

სიტყვებით მივმართავთ:

“შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!” ! - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც მოსწავლეები ავრცელებენ.

თბილისში უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. აქციები ყოველდღე იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება.

ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. აქცია დღესაც გაიმართება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ.

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციას მერამდენე დღეა, ძალის გამოყენებით შლის. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია იწყება. მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ იკრიბებიან.
04 / დეკემბერი 2024
წალენჯიხის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.