შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაფიცვის შესახებ აცხადებს
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
ასევე, ისინი მოუწოდებენ თანამოქალაქეებს არ შეეგუონ ქვეყნის დეევროპიზაციას.
„რეჟიმს ვუცხადებთ სრულ დაუმორჩილებლობას და პროტესტის ნიშნად უარს ვამბობთ სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე! ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს, არ შეეგუონ რეჟიმის მიერ ქვეყნის მიტაცებასა და დეევროპიზაციას! ახლა თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეებს სოლდარობას უცხადებენ, სამეგრელოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და სკოლების მოსწავლეთა ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები