ახალი ამბები
პროტესტის მე - 11 დღე - მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.

მოქალაქეებს ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, თბილისში, აქციების დარბევისას და მათზე თავდასხმისას დაშავებული ჟურნალისტების და პროტესტის მონაწილეების ფოტოები.

მანამდე, შეკრებილებმა მათ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს აქციაზე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარეობდა.

უფრო ადრე, ზუგდიდში შეიკრიბნენ სამეგრელოში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ოპერატორები, ისინი შეუერთდნენ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სოლიდარობის აქციას და პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გააპროტესტეს.

მოქალაქეების ნაწილი უკვე მე - 11 დღეა, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. 

მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

ამავე თემაზე:

პროტესტის მე - 10 დღე - ზუგდიდში ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ

საპროტესტო აქციის მე - 9 დღე ზუგდიდში (ფოტო)

„სად მივდივართ? - ევროპაში! , - აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობას მართავენ (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.