ახალი ამბები
ჩხოროწყუში მასწავლებლებმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გააპროტესტეს (ფოტო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 40-მდე მასწავლებელმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იაკობ გოგებაშვილის სკვერში გააპროტესტა.

მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერი წარწერით "ჩხოროწყუს მასწავლებლები საქართველოს გადასარჩენად" ეჭირათ.

მათი თქმით, რთულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უყურებდე და პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს.

ამასთან, შეკრებილებმა თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და მათი დაპატიმრება დაგმეს.

"დაახლოებით, 40 მასწავლებელი, საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე გამოვიდა ამ დილით და დავგმეთ ძალადობა, გვინდა და მოვითხოვთ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები, რომელთა შორის ჩვენს მიერ აღზრდილი, ყოფილი მოსწავლეები არიან. ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოვხატავთ თანაგრძნობას, რადგან ჩვენც გვაწუხებს ჩვენი სამშობლოს ბედი. ჩვენი სკოლაში მისვლის უმთავრესი მიზანი, გარდა იმისა, რომ მოსწავლეს საგანი ვასწავლოთ და ცოდნა გავუზიაროთ, არის, გავზარდოთ ისინი მოქალაქეებად, რომელსაც უნდა შეეძლოს, გაარჩიოს თეთრი და შავი, იდგნენ სწორ მხარეს, როდესაც მსგავსი განუკითხაობა ხდება და ირღვევა კონსტიტუცია", - თქვა რადიო "ათინათთან" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ირმა ჯალაღონიამ.

დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდსა და ჩხოროწყუში მოქალაქეები ევროპული გზიდან გადახვევას კვლავ გააპროტესტებენ. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.


ამავე თემაზე: 

აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.