ახალი ამბები
სოხუმში „პრეზიდენტობის“ კანდიდატად კან კვარჩია დაარეგისტრირეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კან კვარჩიას „საპრეზიდენტო“ კანდიდატად წარდგენის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა.

ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარას“ ლიდერი, „დეპუტატი“ და სოხუმის ყოფილი „მერი“, კან კვარჩია , 19 დეკემბერს, ე.წ. პარლამენტის შენობაში მისი კოლეგის ადგურ ხარაზიას გასროლის შედეგად დაიჭრა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია. კვარჩია საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადგურ ხარაზიას, ამ დრომდე ეძებენ. 


„ეხო კავკაზას“ თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში „პრეზიდენტობის“ პოტენციური კანდიდატების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

ამავე ცნობით, თებერვალში დანიშნულ არჩევნებში კენჭს იყრიან, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა; ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი -ადგურ არძინბა; მოსკოვში სოხუმის „სავაჭრო პალატის“ წარმომადგენელი - ოლეგ ბარციცი; „კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა; „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ადგურ ხურუმალი; სახალხო პარტიის თავმჯდომარე შამილ აძინბა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა.


15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, რასაც ოპოზიციური ძალების პროტესტი და ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.