ახალი ამბები
რუსეთის ტუროპერეტორებს აფხაზეთში ტურების გაყიდვის შეჩერებას ურჩევენ, - მედია
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რუსეთის ტუროპერატორებს ურჩევენ, დროებით შეაჩერონ აფხაზეთის ტურების გაყიდვა.

„აბხაზია ინფორმი“ ვარაუდობს, რომ, შეზღუდვები, შესაძლოა, ერთი წელსაც გაგრძელდეს.

ამავე ცნობით, რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. სოხუმში მოელიან, რომ სიტუაცია მალევე გაირკვევა და მოსკოვი გამოქვეყნებს ცნობებს დე ფაქტო რესპუბლიკაში ტურების რეალიზაციის განახლებასთან დაკავშირებით.

მანამდე, იანვრის შუა რიცხვებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარის თქმის შემდეგ, აკრძალა ტურების გაყიდვა ოკუპირებულ აფხაზეთში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაგდების შემდეგ, მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუწყვიტა დაფინანსება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო" არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება,  „პრეზიდენტობისთვის“  5 კანდიდატი იბრძოლებს. "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ", ამ დრომდე, ოთხი "საპრეზიდენტო" კანდიდატი დაარეგისტრირა. 





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.