სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს 70 - მდე საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება. ამის შესახებ ე.წ. ცესკო - ს თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა „აფსნიპრესს“ განუცხადა.
მისივე თქმით, დამკვირვებლებს ელოდებიან, რუსეთის ფედერაციიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და მოლდოვის დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკიდან.
ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში, 5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“:
"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;
ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონეტი - ადგურ არძინბა;
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;
"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;
კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.
„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში მისი მიმართულებით ისროლა „დეპუტატმა“ ადგურ ხარაზიამ. შედეგად,
კვარჩია დაიჭრა, ხოლო მისი კოლეგა, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ხარაზიამ მიმალვა მოახერხა, მას ამ დრომდე ეძებენ.
აფხაზური მედიის ცნობით, თავისი კანდიდატურები ასევე მოხსნეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა
ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა
დაფინანსება.შეგახსენებთ. რომ ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები