ზუგდიდში, პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეს, მოქალაქეებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა სინდისის პატიმრებს" გამართეს.
პროტესტის მონაწილეებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს აქციებზე დაკავებულ 53 ადამიანს.
დემონსტრანტებმა, მათ შორის დაკავებულების ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა სხვადასხვა შეძახილით გაამხნევეს დაპატიმრებულები.
აქციაზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები, რაც "რეჟიმის ტყვეების" გათავისუფლებასთან ერთად, ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.
მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც გამართეს და ამ ფორმით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის მარშს შეუერთდნენ.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში აქციები გრძელდება - პროტესტის 56- ე დღე (ფოტო)
აქციის 54-ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
რუსული რეჟიმის წნეხი ზუგდიდშიც აქტიურ ფაზაში შევიდა - ზუგდიდში მორიგი აქცია დაანონსდა
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გაიმართა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები