სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
შესაბამისად, დე ფაქტო ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სატელეფონო და სოციალურ გამოკითხვებში მონაწილეობისგან, რომლის მიზანია ამომრჩეველთა მოსაზრებების გამოვლენა რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოახლოებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
ამასთან ერთად, „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ შეახსენებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებამდე 10 დღით ადრე აკრძალულია მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
რუსული ანალიტიკური ცენტრის მტკიცებით, სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო „18 წლის და უფროსი ასაკის აფხაზეთის 1634-მა მოქალაქემ“.
ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა:
„ბადრა გუნბა, მმართველი პარტიის კანდიდატი – 32%;
ადგურ არძინბა, აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი – 15%;
ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში – 7%;
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა – 5%;
ადგურ ხურხუმალი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე – 5%;
ყველას წინააღმდეგ – 4%;
34% - ს უჭირდა პასუხის გაცემა“.
ცენტრის ინფორმაციით, „აფხაზების ინფორმირებულობის დონე მოახლოებული არჩევნების შესახებ 77%-ია – მათ სწორად დაასახელეს მათი ჩატარების თარიღი, თვე და წელი“.
რუსეთიდან შემოსული ზარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლებმა მანამდეც გაავრცელეს. საზოგადოების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ეს „საარჩევნო“ პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
ცმობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში, 5 კანდიდატი იბრძოლებს „პრეზიდენტობისთვის“:
"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;
ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონეტი - ადგურ არძინბა;
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;
"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;
კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.
„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ. ის 19 დეკემბერს ე.წ. პარლამენტის შენობაში მომხდარი ინცნდეტის შედეგად დაიჭრა.
ცნობისთვის, 10 იანვარს, აფხაზური „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხი AMRA-life, წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ , სავარაუდოდ,
კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
რუსული ტელეგრამის არხი " რიბარი" მიუთითებდა, რომ ის, „პრეზიდენობის“ კიდევ ერთ ოპოზიციონერ კანდიდათან,
ადგურ არძინბასთან ერთად, „გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი იყო".
მანამდე, 2024 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაშინდელმა აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე
„აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.
ამავე ცნობით, ბჟანიას 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა მიეწოდებინა მოსკოვისთვის ინფორმაცია აფხაზური ოპოზიციის იმ დეპუტატებისა და ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ. ბჟანიამ არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა განაცხადა, რომ მას არ აუღია ვალდებულება, რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა
ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა
დაფინანსება.შეგახსენებთ. რომ ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები