სოხუმში აცხადებენ, რომ 18:00 საათისთვის აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობამ 63% შეადგინა და კენჭისყრაში მონაწილეობა თითქმის 90 ათასმა ადამიანმა მიიღო, შესაბამისად, „არჩევნები“ ჩატარდა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შესახებ განაცხადა. მასში მონაწილეობას ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა მიიღებენ.
სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს ტელეგრამის არხი იუწყება.
სოხუმში, 25 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად, ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა წარადგინა.
აფხაზური ოპოზიცია არ აპირებს შეასრულოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოთხოვნა სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცლასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტს რატიფიცირებისთვის გადაეგზავნა „რუსულ - აფხაზური შეთანხმება“ „რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ .
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.