ახალი ამბები
სოხუმში აეროპორტის ამოქმედებას მაისში ვარაუდობენ, - მედია
რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის  უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო სოხუმში „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში აეროპორტს ეწვია და მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნის შესახებ შეხვედრაში.

აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა, ბადრა გუნბამ მას თხოვნით მიმართა, დახმარება გაუწიოს რუსეთ-აფხაზეთს შორის მუდმივი საჰაერო მიმოსვლის ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე ორგანიზებაში, წერს "აფსადგილ ინფო".

"ნამდვილად, აეროპორტი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტია", - თქვა კირიენკომ. მან აღნიშნა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის 1 მაისს დაიგეგმა.

"რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება და პირველი ფრენები არის ის, რაზეც აფხაზეთსა და რუსეთში ხალხი დიდი ხანია ოცნებობდა. ახლა არის შანსი, რომ ეს ოცნება სწრაფად განხორციელდეს", - აღნიშნა კირიენკომ.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

ცნობისთვის, 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.