სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს განახლდება. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი კირიენკომ განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო სოხუმში „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში აეროპორტს ეწვია და მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნის შესახებ შეხვედრაში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ „Абаза ТВ“- ს განუცხადა.
სოხუმის აეროპორტის გახსნა სოჭის აეროპორტს და ადლერის საგუშაგოს განტვირთავს, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განცახადა.
სოხუმის განახლებული აეროპორტიდან ფრენები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება, საჰაერო ნავსადგურის გახსნა კი 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა.
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო - აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, წერს „აფსნიპრესი“.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.