ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტი მოსკოვიდან პირველ საცდელ რეისს მიიღებს, - მედია
დღეს, 7 თებერვალს, სოხუმის აეროპორტი მოსკოვიდან პირველ სატესტო რეისს მიიღებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატთან , ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამავე ცნობით, ეს უკანასკნელი, აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა.

„მოველით, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონის წინ გავხსნით რეგულარულ ავიარეისებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირი მეზობელ აფხაზეთთან“, - თქვა სტაროვოიტმა.

მისივე თქმით, რუსულმა "ЮВТ Аэро" - მ და სულ მცირე კიდევ ორმა კომპანიამ გამოთქვეს ინტერესი ამ მარშრუტის მიმართ. 

თავის მხრივ, გუნბამ "აფხაზი ხალხისთვის ამ პროექტს მნიშვნელობაზე" ისაუბრა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ერთი საგუშაგო მდინარე ფსოუზე, რომელიც რუსეთის და აფხაზეთის მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებულ ბიძგს მისცემს ქალაქ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. ეს არის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება. ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ამ საკითხის გადაწყვეტას“, - განაცხადა მან.

3 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა რუსმა კურატორმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ „სოხუმი აეროპორტი დამატებით შესაძლებლობებს გაუხსნის როგორც აფხაზეთის მოქალაქეებს, ასევე რუს ტურისტებს“. მისი თქმით, ინვესტორები უკვე ფიქრობენ სამომავლოდ მის გაფართოებაზე. მისივე თქმით, სატესტო რეისი რუსეთიდან უკვე თებერვალში უნდა შესრულდეს, ხოლო რეგულარური ფრენები, მაისში, ტურისტული სეზონისთვის დაიწყება. 

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

შეგახსენებთ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
21 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
21 / თებერვალი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა უთხრა.
20 / თებერვალი 2025
სამეგრელოში გამსხვილებული მიკროუბნის გარდაქმნას უბნად სამოხიო ეწოდებოდა. რამდენიმე სამოხიოს გაერთიანება კი ჯამში იწვევდა, მის სოფლად ჩამოყალიბებას. სამოხიო თავის მხრივ შედგებოდა მიკრო სოციალური გაერთიანებებისგან, როგორიცაა რამდენიმე გვარის სამოყვრო გაერთიანება-დინო და სისხლით ნათესაური კავშირი თური.
ოდაბადეშ კინოხონი
20 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.