ახალი ამბები
ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო - აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, წერს „აფსნიპრესი“.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე დასრულებულია „ინერტული მასალების საწყობების განთავსებისთვის საწარმოო ბაზის მომზადება და დაწყებულია მათი მიწოდება“.



2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

ცოტა ხნის წინ, ასლან ბჟანიამაც განაცხადა, რომ ბაბუშარას აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს განცხადებით, საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა მე-3 ღამე გაათენეს. მათი პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ანა აბულაძემ უთხრა.
21 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა “პრეზიდენტმა”, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმში საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია.
20 / ნოემბერი 2024
22 ნოემბერს, 13:30 საათზე, ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
15 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.