მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
რუსულ „ინტერ რაოსა“ და „ჩერნომორენერგოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის მოცულობა 182 მლნ კვტ/სთ -ს შეადგენს, საერთო ღირებულებით - 830 მილიონი რუბლი.
„აფსნიპრესის“ თანახმად, შეთანხმება რუსული დაფინანსებით განხორციელდება, იმ თანხების ხარჯზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს 2024 წელს არ დაურიცხა, მას შემდეგ, რაც ე.წ. პარლამენტმა რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმება
ჩააგდო, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიიციის პროტესტი და ბჟანიას
გადადგომა.
კომპანია "ჩერნომორენერგომ" 7 თებერვალს განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა
მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები