ახალი ამბები
ფხაზეთში არ არსებობს „პროთურქული“ ძალები ან ანტირუსული განწყობები“, - აცხადებენ "პრეზიდენტობის" ერთ - ერთი კანდიდატის მხარდამჭერები
დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იუწყება.

ამავე ცნობით, „კანდიდატების“ პრესკონფერენცია რუსული ფედერალური არხების მონაწილეობით გაიმართება. 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატები ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა 12:00 საათზე შეხვდებიან და განიხილავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ჩვენი კანდიდატის მიმართ ბრალდებებს და მათთვის საინტერესო საკითხებს. რის შემდეგაც, ამ კითხვების მოხსნის შემთხვევაში, ისინი შეხვდებიან მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ფედერალურ მედიას, და შეატყობინებენ, რომ აფხაზეთში არ არსებობს „პროთურქული“ ძალები ან ანტირუსული განწყობები“, - წერს ტელეგრამის არხზე, ადგურ არძინბას მხარდამჭერი , ვეტერანთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტიმურ გულია.

20 თებერვალს  არძინბას მხარდამჭერები  სოხუმის ფილარმონიაში შეიკრიბნენ და შეშფოთება გამოხატეს, ოპოზიციური კანდიდატის მიმართ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელშიც, მათი თქმით, ჩართულია „ანონიმური რესურსები, რუსული მედიის გამოყენებით".  მათ მოითხოვეს, რომ ბადრა გუნბამ "გამოხატოს თავისი პოზიცია არძინბას პროთურქულ პოზიციებთან დაკავშირებით და დელეგაცია გაგზავნეს გუნბას შტაბში. მათ ასევე მიმართეს პუტინს და აფხაზეთის პროკურატურას.

„არძინბას შტაბმა მოითხოვა შეხვედრა. ჩვენ არ აგვიღია რაიმე ვალდებულება, შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც შევთანხმდით, იყო შეხვედრის ჩატარება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ თხოვნას შემდეგი პირობებით: პირველი, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის ხალხი განსაზღვრავს კენჭისყრის შედეგებს. მეორე, არც ერთმა შტაბმა არ უნდა მოახდინოს ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. და მესამე, რომ ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებები მიუღებელია. ეს ის პუნქტებია, რომლებსაც ამ შეხვედრაზე მივიღებთ. არანაირი სხვა ვალდებულებები ან დაპირებები ჩვენს კოლეგებს არ აუღიათ“, - ციტირებს გუნბას სიტყვებს“აფსნიპრესი“.

ტელეგრამის არხების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, „დაძაბულობამ პიკს მიაღწია“ და ვითარების განმუხტვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 მარტს გაიმართება, მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, აფხაზეთში, გუშინ, 15 თებერვალს გაიამრთა.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

ფოტო: "აიაშარა"





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
21 / თებერვალი 2025
23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე შემცირება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 / თებერვალი 2025
დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იუწყება.
21 / თებერვალი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.