ახალი ამბები
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა
უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის "ქსელის თავისუფლების" 2014 წლის ანგარიშში საქართველო 26 ქულით ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასებისას გასულ წელთან შედარებით არაფერი შეცვლილა. ისევე, როგორც 2013 წლის ანგარიშში, 2014 წელსაც ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვები 8 ქულით შეფასდა, შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები - 7 ქულით. რაც შეეხება ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ამ მხრივ საქართველო 11 ქულით არის შეფასებული. უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს და მასში 65 ქვეყნის მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშის ავტორთა თქმით, ზედიზედ მეოთხე წელია მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა უარესდება, განსაკუთრებით კი რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში. "ქსელის თავისუფლების" 2014 წლის ანგარიშში ბოლო პოზიციებს სირია, ირანი და ჩინეთი იკავებენ. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, 28 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა სომხეთი, ხოლო უკრაინა, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ყაზახეთი ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის, ბელორუსი და უზბეკეთი კი არათავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.