სტატია
ახალგაზრდებს მსგავსი პროგრამები მომავალ ლიდერებად აყალიბებს - FLEX პროგრამის კურსდამთავრებული, ცოტნე გოგია (ფოტო)
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის შემდეგ, ჩააბაროს მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.

ჩვენი რესპონდენტი რადიო „ათინათთან“ ჰყვება, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით“ (FLEX) და 2023-2024 აკადემიური წლები გაატარა აშშ-ში.

მისი თქმით, ამერიკაში ჩასვლისას, პირველი კვირა ემოციურად დატვირთული იყო, რადგან განსხვავებული კულტურისა და სოციალური მოწყობის ქვეყანაში ხვდები, თუმცა, როგორც ცოტნემ გვითხრა, პროგრამას აქვს წინა საორიენტაციო შეხვედრები, სადაც გამზადებენ ამერიკული რეალობისთვის.

გარდა ამისა, ამერიკაში განათლების განსხვავებული სისტემაც დახვდა, რომელიც მისი თქმით, მაქსიმალურად მორგებული იყო მოსწავლის ინტერესებზე. მას, როგორც გაცვლით სტუდენტს მხოლოდ ორი სავალდებულო საგანი ჰქონდა ასაღები, დანარჩენი კი შეეძლო, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეერჩია.

„ამერიკული სკოლის სისტემა ისეთია, რომ ერთ კლასში არ ზიხარ, უფრო უნივერსიტეტს ჰგავს. მგონია, მსგავსი მიდგომა უფრო მეტად არის მორგებული მოსწავლის ინტერესებს. მაგალითად, მე ავიღე ისეთი საგნები, რასაც საქართველოში არ ისწავლება, თუნდაც თეატრი, მარკეტინგი, ამერიკის მთავრობა, ფსიქოლოგია და სოციოლოგია. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება, რასაც ემატება ის, რომ საკლასო სივრცე სრულად ელექტრონულია, წიგნები და სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია ონლაინ. ეს ყველაფერი უფრო გამართული, სახალისო და ეფექტურია. ასევე, ფიზიკურ აქტივობასა და სპორტს იქ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა“.

ცოტნე აღნიშნავს, რომ გარდა აკადემიური კუთხისა, სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს მოსწავლის მენტალურ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მასწავლებლები ზრუნავდნენ მოსწავლეებზე ამ მიმართულებითაც, განსაკუთრებით თუ საქმე გაცვლით პროგრამის სტუდენტს ეხებოდა.

რესპონდენტი ამბობს, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები აუცილებელია არამხოლოდ თეორიული ცოდნის მისაღებად, არამედ იმისთვისაც, რომ ეჩვევი დამოუკიდებლად ცხოვრებას, იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებებზე.

„FLEX- ი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის არ მთავრდება მხოლოდ ამ ერთი წლით. ამის შემდეგ, ხდები კურსდამთავრებული. მეც კურსდამთავრებული ვარ და ქალაქის საუკეთესო წარმომადგენლად დამასახელეს 22 ქვეყნიდან. გარდა ამისა, პროგრამას აქვს სხვა თანხები, რომელსაც კურსდამთავრებულები იყენებენ და ქალაქში ხორციელდება საჭირო საგანმანათლებლო აქტივობები, რასაც ვაკეთებ მეც ზუგდიდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს მსგავსი პროგრამები მომავალ ლიდერებად აყალიბებს“, - ამბობს ახალგაზრდა.

ის ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებას. ის ზუგდიდში რამდენიმე პროევროპულ საპროტესტო აქციას დაესწრო, რადგან მისი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფრთხე ემუქრება როგორც ქვეყნის საგარეო კურსს და ეკონომიკურ სტაბილურობას, ასევე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამებს.
ცოტნე პროევროპულ აქციაზე
„ეს ყველაფერი თუ შეწყდა, 30 წლიანი მეგობრული კავშირი, რაც ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის იყო, შეფერხდება. ბევრი ამერიკელი დარჩება იმ ინფორმაციის გარეშე, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობს. მე და FLEX-ის სხვა კურსდამთავრებულები რეალურად ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩები ვიყავით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვუზიარებდით ინფორმაციას ჩვენი ქვეყნისა და კულტურის შესახებ. ეს ყველაფერი თუ დასრულდა და ამერიკამ ჩვენთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააუქმა, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება ჩვენზე, ჩვენს პოლიტიკაზე, ხალხზეც და ცხადია, მათ შორის, ახალგაზრდებზე, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, გაგრძელდეს მსგავსი პროექტები“.

ბოლოს, ჩვენი რესპონდენტი დასძენს, რომ პრაქტიკაში ამერიკულ ცოდნას და უნარებს უკვე ეფექტიანად იყენებს, სამომავლოდ კი, მისთვის სასურველ სფეროში დასაქმებისას უფრო განავითარებს.

გადაცემა მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისათვის" ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო ,,ათინათი'' და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.