ახალი ამბები
ნოდარ ხადური - წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება 100 პროცენტით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით,მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება. ბიუჯეტის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რომელმაც ფინანსთა მინისტრს შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა სთხოვა. "საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხები უკვე ჩამორიცხულია. დეკემბერში ასევე ჩამოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხებიც. ასე, რომ წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100 პროცენტით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს. საგადასახადო სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით არ იქნება. რაც შეეხება ათვისებას, ამ მიმართულებითაც უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - უწყება თვეში დაახლოებით 125-130 მილიონს ხარჯავს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.