დღეიდან, პირველად რვა თვის შემდეგ, სიერა-ლეონეს სკოლებში სწავლა განახლდება. სკოლები, გასული წლის ივლისში, ებოლას ციებ-ცხელების ეპიდემიის გამო, დაიხურა.
ებოლას ეპიდემიისგან დაზარალებულ, დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში, გვინეასა და ლიბერიაში სასწავლო პროცესი წლის დასაწყისში აღდგა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ებოლასთან დაკავშირებულ სიტუაციას დღემდე საგანგებოდ მიიჩნევს.
უკანასკნელი მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში, გვინეასა და სიერა-ლეონეში ებოლით დაავადების 30 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, განსხვავებით ეპიდემიის პიკისგან, როდესაც ასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლას ციებ-ცხელებას 10 600 ადამიანი ესხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები