ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 449-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალის დედაქალაქიდან, კატმანდუდან 82 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7.9 იყო.
მიწისძვრის გამო დედაქალაქში ასობით სახლი დაზიანდა. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება, თუმცა მედიის ცნობით, სულ მცირე 300 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და აღდგენითი სამუშაოები. მიწისძვრა ასევე ინდოეთის ჩრდილოეთ ინდოეთშიც დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები