ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 300–ს მიაღწია. BBC-ს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
მაშველები ნანგრევებში დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ. ნეპალის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულთა რაოდენობა 6000–ს აჭარბებს.
სამძებრო–სამაშველო ოპერაციაში უკვე ჩართულები არიან ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი და პოლონელი სპეციალისტები.
მასალის გამოყენების პირობები