რომში ლეონარდო და ვინჩის სახელობის ცენტრალურმა საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. "გარდიანის" ცნობით,ამის მიზეზი ხანძარი გახდა.წინასწარი ინფორმაციით,ცეცხლი გუშინ ღამით აეროპორტის მესამე ტერმინალის ბარგის განყოფილებაში გაჩნდა.ადგილზე მეხანძრეთა 20-ზე მეტი ბრიგადა მივიდა.მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
გავრცელებული ცნობით,სამი ადამიანი კვამლის შედეგად მოიწამლა.ამ დროისთვის ყველა რეისი გაუქმებულია. აეროპორტი მუშაობას თბილისის დროით 16:00 საათზე განაახლებს.
მასალის გამოყენების პირობები