ახალი ამბები
ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ნეპალში ორი დღის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ადგილობრივი პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ნანგრევებში კვლავ რჩება ათობით ადამიანი. 12 მაისს მომხდარმა 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ინფრასტრუქტურის სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ეპიცენტრი დოლაკჰას რაიონში დაფიქსირდა. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ამ დრომდე ეძებენ ამერიკულ ვერტმფრენს, რომელსაც სამაშველო ოპერაციის ფარგლებში რვა ადამიანი გადაჰყავდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნეპალში ეს რიგით მეორე ძლიერი მიწისძვრა იყო. 25 აპრილს მომხდარი თითქმის რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 8 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 17 000-ზე მეტი კი დაშავდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები