კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, დაღუპულია 50 ადამიანი.
მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა. შედეგად, ანტიოხიას პროვინციაში მდინარე ლიბორიანა ნაპირებიდან გადმოვიდა.
პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, რომ ყველა სამაშველო სამსახური მობილიზებულია დაზარალებულთა დასახმარებლად.
მეწყერი ჩამოწვა გამთენიისას და პროვინციის ახლოს მდებარე სოფლების უმრავლესობას ზიანი მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები