ახალი ამბები
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლებას ზეიმობს
საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. მსახურების დროს უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ამაღლების და ტაძრის დღესასწაული მიულოცა. უწმინდესის თქმით, უფალი სულიერ სიხარულს ანიჭებს ადამიანს. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ის ადგილი გაიხსენა, სადაც უფლის ამაღლებაზეა საუბარი და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სახარებაში ნათქვამია, რომ უფალი აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა მოციქულებს და ყოველ შეხვედრაზე მიანიჭებდა მათ მშვიდობას. "მშვიდობა თქვენთანა" – მიმართავდა მათ უფალი. ეს მშვიდობა გადმოდის დღეს საქართველოზე და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, უფალმა მოციქულები იერუსალიმიდან ელეონის მთაზე გაიყვანა და ზეცად ამაღლებამდეც "მშვიდობა თქვენთანა" ამ სიტყვებით მიმართა. პატრიარქის თქმით, მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. "იმ დროს თითქოს მწუხარება უნდა ყოფილიყო მათთან, რადგან მაცხოვარს დაშორდნენ, მაგრამ მათ ახსოვდათ იესო ქრისტეს სიტყვები "მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე". ეს სიხარული გადმოდის თაობიდან თაობამდე. ეს სულიერი სიხარული გვათბობს ჩვენ. ამდენ განსაცდელს ადამიანი ვერ გაუძლებდა. მადლი ღვთისა და სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. თუ სიყვარული არ აქვს ადამიანს, არც სიხარული არ ექნება. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ მის წყალობას, მის მოწყალებას, როგორ ეხმარება ადამიანს უფალი. ხშირ შემთხვევაში მწუხარება სიხარულად გარდაიქმნება. ჩვენ თაყვანს ვცემთ უფალს, რომელიც გვაძლევს სიხარულსა და მადლს", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა გაიხსენა ამაღლების ტაძრის მშენებლობის ისტორიაც და მისი აღმშენებელი მამა ნიკოლოზი, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერი კი, მეორე გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. "შევთხოვთ უფალს, არ მოგაკლოთ სიხარული და სიყვარული, რომ თქვენს ოჯახებში, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში სუფევდეს სიხარული და სიყვარული", - აღნიშნა პატრიარქმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
07 / აგვისტო 2025
მრავალ ექსპონატთა შორის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გამოფენილია სამეგრელოს დედოფლების პორტრეტები.
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.