საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფითსს და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდიის მისიის საქმიანობა განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას.
საუბრისას ასევე დეტალურად იქნა განხილული ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი და ეკონომიკური ზრდა. მხარეებმა ეროვნულ ბანკზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები