დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამდენად, წელს პეტრე-პავლობის მარხვა 5 კვირა გაგრძელდება. დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
მასალის გამოყენების პირობები