საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დღეს, 10 ივნისს 10 საათზე დაიწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge.
საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები