თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა.
„მეცამეტე გარდაცვლილის ცხედარია ნანახი. ამ წუთისთვის შემიძლია გაცნობოთ, რომ მიმდინარეობს 9 პიროვნების ძებნითი სამუშაოები. დანარჩენი პირები, რომლებზეც აქამდე კეთდებოდა განცხადება, რომ მათაც ვეძებდით, უკვე გამოჩნდნენ, ცოცხლები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარჩენილია 9 პიროვნება, რომლების ძებნაც მიმდინარეობს", - განაცხადა ქაწაშვილმა.
შსს: დაკარგულთა რაოდენობა 10-მდე შემცირდა
სტიქიის შედეგად დაღუპულთა სია
მასალის გამოყენების პირობები