"მზიურში" ნაპოვნი გოგონას ცხედარი იდენტიფიკაციისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. გოგონა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხალისეებმა იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი 25-დან 30 წლამდე ასაკისაა.
მოხალისეების თქმით კი, გარდაცვლილს მოკლე თმა აქვს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 15 პირი ითვლებოდა.
მასალის გამოყენების პირობები