ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ფიფას პრეზიდეტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ ჟურნალისტმა ვიქტორ მორალესმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, კორუფციული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგა. ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში გაიმართება.
მარადონა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და ყველა ფახბურთელის სახელით იბრძოლებს. დიეგოს არ ეშინია ღიად ისაუბროს არგენტინასა და ფიფაში არსებულ კორუფციაზე», — განაცხადა მორალესმა Telesur-თვის მიცემულ ინტერვიუში
მასალის გამოყენების პირობები