დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ახალი ტიპის, ეგრეთწოდებული ადვალური გადასახადი შევიდა ძალაში, თითოეული დასახელების სიგარეტისთვის ახალი გადასახადი მისი სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტი იქნება, რაც თითოეული დასახელების თამბაქოს ნაწარმის ფასზე 5%-იანი გაძვირებით აისახება.
თამბაქოს მოვაჭრეების თქმით, სიგარეტის ფასი ახალი პარტიის შემოტანამდე არ მოიმატებს. თუმცა, ზოგი არ გამორიცხავს, რომ მომხმარებლებისთვის ღირებულება უკვე ხვალიდან გაიზარდოს.
წელს აქციზური მარკის ფასის ზრდის გამო სიგარეტის ფასი ერთხელ უკვე გაიზარდა. პირველი იანვრიდან სახელმწიფომ ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 15 თეთრით, უფილტრო სიგარეტის აქციზის ფასი კი 5 თეთრით გაზარდა.
სახელმწიფოს მიერ თამბაქოს ნაწარმზე დამატებითი გადასახადების შემოღება მიზნად სიგარეტის ფასის ზრდას ისახავს, რაც შემდეგ სიგარეტის გაყიდვების მოცულობის კლებაში უნდა გამოისახოს. შედეგად კი ბაზარზე მომხმარებლები უფრო ნაკლებ სიგარეტს ყიდულობენ, რითიც მთავრობები გავრცელებული შეხედულებით თამბაქოს მომხარებლების ჯანმრთელობას იცავენ.
მასალის გამოყენების პირობები