საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა. ის აუცილებლად მიიჩნევს, რომ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.
“არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს, ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს,” – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა აქცენტი გააკეთა მოძრაობის განტვირთვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე. ნარმანია ამბობს, რომ დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და შესაძლოა თბილისში ავტობუსების ზოლიც გაკეთდეს.
მასალის გამოყენების პირობები