კახელი გლეხების თქმით, წელს საზამთროს და ნესვის უხვი მოსავალი მიიღეს, რასაც ხელი კლიმატურმა პირობებმა შეუწყო. შარშან კი საზამთროს საერთო რაოდენობა 1 მილიონ ტონასაც კი არ აღემატებოდა, წელს კი მოსავალმა 3 მილიონ ტონამდე მიაღწია.
რეკორდულმა მოსავალმა, ხილის ფასზეც იქონია გავლენა. 1 კგ საზამთროს ფასი 0,60 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ადგილზე მისი შეძენა 0,40-45 თეთრად არის შესაძლებელი. მაშინ, როდესაც შარშან საზამთროს ფასი 0,80-1,00 ლარსაც აღწევდა. რაც შეეხება ნესვს, 1 კგ. ნესვის ყიდვა 70-80 თეთრად არის შესაძლებელი.
ყველაზე კარგი მოსავალი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა. გლეხები ჩივიან, რომ უხვი მოსავლის მიუხედავად, მისი რეალიზაცია შემცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები