ახალი ამბები
საბერძნეთში ბანკები 20 ივლისს გაიხსნება

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ 20 ივლისს ბანკები მუშაობას განაახლებენ, თუმცა მოქალაქეებს ფულის გამოტანაზე კვლავ 60 ევროიანი ლიმიტი ექნებათ დაწესებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ფუნქციონირებას გააგრძელებენ, რჩება გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ 60 ევროს გამოტანა მოქალაქეებს კვლავ ბანკომატების საშუალებით მოუწევთ.

"ორშაბათიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ბანკებში მისვლა და ტრანზაქციის ოპერაციის შესრულება", - წერს Deutsche Welle.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ბანკები 28 ივნისს დაიხურა. ქვეყნის მთავრობამ კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დააწესა და მოქალაქეებს ბანკომატებიდან მხოლოდ 60 ევროს გამოტანის საშუალება აქვთ. ბერძნული ბანკების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, დამატებით 25 მილიონი ევროა გამოყოფილი.

გუშინ საბერძნეთის პარლამენტმა კრედიტორების მიერ შეთავაზებულ რეფორმების პაკეტს მხარი დაუჭირა. ეკონომიკური რეფორმები ქვეყანაში პრივატიზაციას, ხარჯების შემცირებასა და საპენსიო რეფორმას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.