ახალი ამბები
ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამის შესახებ ოსური სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის და ე.წ სახელმწიფო სიმბოლოების ვანდალიზმის ფაქტზე აღიძრა. "სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროკურატურის ერთობლივმა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა 2015 წლის 15 ივლისს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც 14 ივლისს ინციდენტი მოხდა და აღმოაჩინა, რომ რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობისას დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები მოხსნილი, შეურაცხყოფილი და გადადებული იყო არხში. მის ადგილზე კი განთავსებული იყო სხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი ქართველმა მომიტინგეებმა 14 ივლისს განახორციელეს. აქცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა. მომიტინგეები უკაინისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ, მათ ხელში ეჭირათ პროვოკაციული და ცენზურის შემცველი ბანერები და ე.წ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ" სკანიდრებდნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის მოსახლეობას და მთავრობებს. აქციის დროს მონაწილეების ჯგუფმა, რომელთა რიცხვიც 300-ს შეადგენდა, დემონსტრაციულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი, მიუახლოვდნენ საინფორმაციო ნიშნულს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრიდან 50 მეტრში იყო განთავსებული, შეურაცხმყოფელი ფრაზების შემცველი ნაწერები განათავსეს და შემდეგ მისი დემონტაჟი მოახდინეს. მის ნაცვლად კი იმ ადგილას საქართველოს დროშა აღმართეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
07 / აგვისტო 2025
მრავალ ექსპონატთა შორის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გამოფენილია სამეგრელოს დედოფლების პორტრეტები.
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.