ახალი ამბები
პროკურორი - ზურაბ ჟვანიას საქმეზე შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი დაიკითხოს
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარჩილაძისა და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესზე ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხებიან, მათ შორის, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმის განხილვისას, დღევანდელი პროცესის შემდეგ, საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. როგორც გუბელაძემ განმარტა, ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე ბრალდების მხარე პოზიციებს შეაჯერებს. რაც შეეხება სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს გუბელაძე მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. დღევანდელ პროცესზე კი სასამართლოს ჩვენება მისცეს ბრალდების მხარის მოწმეებმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორმა წარმომადგენელმა პაატა კიკნაძემ და დავით ჯაფარიძემ. პროკურორის თქმით, ჯაფარიძე არის მოწმე, რომელიც ზურაბ ჟვანიას იცავდა და მისი პირადი დაცვის წევრი იყო. "მან განმარტა, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ დაარღვიეს სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, გეგმა და ინსტრუქტაჟი, როდესაც პრემიერი დაცვის გარეშე დატოვეს და როცა ცენტრი 1-სთვის შეტყობინების გარეშე გადაადგილდებოდა. ამით სახელმწიფო სტრუქტურა უძლური გახდა, დაეცვა პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, გარდა ამისა, პროცესზე დაიკითხა პაატა კიკნაძე, რომელიც ოპერატიულ ტექნიკურ სამსახურში მუშაობდა. "მან განმარტა, რომ პირადი დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ის გამოცხადდებოდა შემთხვევის ადგილზე და შეისწავლიდა ყველა საფრთხეს, რაც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო ზურაბ ჟვანიას ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან", - განაცხადა პროკურორმა. ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. ხვალინდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაც იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ დაიკითხებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. ბრალდების მხარის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროკურატურას საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევისთვის კიდევ დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
07 / აგვისტო 2025
მრავალ ექსპონატთა შორის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გამოფენილია სამეგრელოს დედოფლების პორტრეტები.
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.