ახალი ამბები
27 ივლისიდან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული იწყება
27 ივლისიდან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული იწყება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ცენტრის განმარტებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია "იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი"! ჰეპატიტის მსოფლიო დღე მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით • აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ • აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები • აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია. • აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე " ვირუსული ჰეპატიტები, რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. ის იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. B ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად დაახლოებით 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 მწვავე B ჰეპატიტით. მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ჰეპატიტის ვირუსით, მილიონობით ადამიანი კი დაინფიცირების რისკის ქვეშაა. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ისინი B და C ქრონიკული ჰეპატიტის ვირუსის მტარებლები არიან. "ვირუსული ჰეპატიტი უდიდესი ტვირთია როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მისი გადამდებლობის გამო, ასევე მთლინად ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკისათვის, რადგანაც ღვიძლის კიბოს და ციროზის დროს ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ბევრ ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძირითად მიზეზს. მსგავსი მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული", - აცხადებენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, 2014 წლის აპრილში ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ახალი რეკომენდაციები C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით. მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 194 მთავრობის დელეგატმა მიიღო რეზოლუცია ვირუსული ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ. 2015 წლის მაისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციურ კვლევას, რომლის მიზანიცაა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და მათი რისკ-ფაქტორების შესწავლა. სპეციალურად მომზადებული ინტერვიუერები და ექთნები მთელი საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 7000 ადამიანს გამოიკვლევენ. კვლევა მაისში დაიწყო და აგვისტოს მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც ზუსტად დადგინდება მოსახლეობაში ამ დაავადებების გავრცელება.

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რეგიონების კლინიკებიც დაემატა

ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ

სწორი სტრატეგია – C ჰეპატიტის ელიმინაციის გარანტი (ვიდეო)

მედიისთვის ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე შეხვედრა გაიმართება

C –ჰეპატიტის საერთაშორისო დღე ზუგდიდში აღნიშნეს

“პაციენტის სკოლის” მეორე შეხვედრა “ქსენონში” (ვიდეო)

ასოციაცია “ქსენონი” მედიის წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

C ჰეპატიტის უფასო პროგრამით 1700 მოქალაქე სარგებლობს

“პაციენტთა სკოლა” – ასოციაცია “ქსენონი” ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)

C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამას სამეგრელოც უერთდება

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.