დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, რუსეთის ფედერაციაში ძალაში შევიდა „კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ“.
კანონი ინტერნეტ - სერვისებს ავალდებულებს მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე შეინახოს.
მანამდე, მომხმარებლები შიშობდნენ, რომ ჩვეული რესურსებითა და სერვისებითაც ვერ ისარგებლებდნენ . ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ახალი ნორმა არანაირად არ აისახებოდა ქვეყნის მცხოვრებლებზე.
რუსული მედიის მონაცემებით, კანონს არ ექვემდებარებიან ავიაკომპანიების სერვისები, რომლებიც ბილეთებს ჯავშნიან.
მასალის გამოყენების პირობები