სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ, ზუგდიდის შალვა დადიანის
სახელობის დრამატული თეატრის
წინ ე.წ ზებრა გადასასვლელი ნიღბებით მოხატა. მისი განცხადებით, ე.წ
ზებრის მოხატვა მიზნად ქვეითთა გადასასვლელების პოპულარიზაციას
ისახავს.
„ეს არის პირველი ზებრა, რომელიც მოვხატე. ვთვლი, რომ თეატრს დღეს
განსაკუთრებით სჭირდება თანაქალაქელების ყურადღება. გავაგრძელებ სხვა
გადასასვლელების მოხატვსაც, თუმცა, ამის სახსრები ჯერ არ გამაჩნია,“
-აღნიშნავს იგი.
როსტომ ზარანდის განმარტებით, ზებრა გადასასვლელების მოხატვის
ნებართავა მან მერიისგან სიტყვიერად მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები