დღევანდელი გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3 % არ გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე
დარეგისტრირებული
აბიტურიენტების 3 % არ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილია ოცდაერთი
საგამოცდო ცენტრი და მიმდინარე გამოცდის პირველ სესიაზე 9300-მდე
აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან აბიტურიენტთა 97% გამოცდაზე
გამოცხადდა.
დღეს გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები