ზუგდიდის სასამართლოში სოფლის ყოფილი რწმუნებულების საქმის მოსმენა დაიწყო (ვიდეო)
16:53 / 31.01.2017
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების
საქმის წინა სასამართლო სხდომა
გაიმართა. ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია იცავს. მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის
8 წარმომადგენელი დაკავებული
თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს,
რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები
აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით
გაათავისუფლეს.
დღევანდელ სხდომას გამგეობის წარმომადგენელი არ დასწრებია, რის გამოც
მოსამართლე ლაურა მიქავამ, მოსარჩელე მხარის წინააღმდეგობის
მიუხედავად, პროცესი რამდენიმე კვირით გადადო. როგორც პროცესზე გახდა
ცნობილი, გამგეობის წარმომადგენელი სხდომას შვებულებაში ყოფნის გამო
ვერ დაესწრო.
საიას იურისტის მირზა მამულაძის თქმით, მოპასუხე მხარეს საკმარისი დრო
ჰქონდა იმისთვის, რომ შვებულება პროცესის თარიღისთვის არ დაემთხვია და
დღეს სხდომაზე გამოცხადებულიყო.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოში გახმოვანებული მიზეზი, რის გამოც
სხდომა გადაიდო, ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების
პრინციპებს", - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ მირზა
მამულაძე.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ინგირის
ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი გამგებლის გურამ ჯეჯელავს სარჩელი
გამოითხოვა. ჯეჯელავამ რადიო
"ათინათს" სატელეფონო საუბარში განუცხადა,
რომ სარჩელი საკუთარი სურვილით გამოითხოვა, რადგან "ეს ყველაფერი
ნერვიულობად არ უღირს".
ყოფილ რწმუნებულებს გამგეობის მიმართ სხვა პრეტენზიაც აქვთ. მათი
ინფორმაციით, კონკურსის პროცესს პროფკავშირების წარმომადგენელი
ლავრენტი ალანია არ დასწრებია, თუმცა მისი შეფასება და ხელმოწერა
ოქმში ასახულია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე აღნიშნული ოქმის
ბათილად ცნობას ითხოვს.
სოფლის ყოფილი გამგებლები ასევე აცხადებენ, რომ კონკურსამდე გამგებლის
მოადგილე, რომელიც ამავდროულად საკონკურსო კომისიის წევრი იყო, მათ
დადებითად ახასიათებდა.
"არცერთი გაფრთხილება, საჩივარი ან შენიშვნა არ მიმიღია. პირიქით,
ატესტაციამდე შვიდი დღით ადრე მამუკა წოწერიამ დახასიათებაში
დადებითად შემაფასა და ჩემს არაერთ კარგ თვისებას გაუსვა ხაზი", -
თქვა ყულიშკარის ყოფილმა გამგებელმა მიხეილ ქვარაიამ.
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე მთავარი სხდომა 24 თებერვალს
ჩაინიშნა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები